Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

2 posters

    ბალაკი: უკან, ბაიერნში?

    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    ბალაკი: უკან, ბაიერნში? Empty ბალაკი: უკან, ბაიერნში?

    Post  DeSouza Mon Mar 09, 2009 6:50 pm

    ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს. მათი მტკიცებით, დიდი შანსია, რომ ლონდონის "ჩელსისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნდეს. ინგლისური პრესა წერს, რომ ამის მიზეზი ფინანსური კრიზისია, რომლის გამოც, ლონდონელებმა ფულის დაზოგვა გადაწყვიტეს. როგორც ირკვევა, რომან აბრამოვიჩმა რამდენიმე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთან გამოთხოვება მოისურვა და კლუბს უკვე შედგენილი აქვს იმ მოთამაშეების სია, რომლებმაც ზაფხულში "ჩელსი" უნდა დატოვონ. ამ სიაში კი, თურმე ბალაკის გვარიც ფიგურირებს.

    "გარდიანის" ინფორმაციით, ბალაკის გარდა, ამ სიაში კიდევ ოთხი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც საკმაოდ მაღალი ხელფასები აქვთ: ფლორენ მალუდა, დეკუ, ალექსი და დიდიე დროგბა. დროგბას და დეკუს იტალიიდან მთხოვნელების უდიდესი რიგი უდგათ, ბალაკი კი, იმავე გამოცემის მტკიცებით, გერმანიაში უნდა დაბრუნდეს. მეტიც, "გარდიანი" იმასაც წერს, ბუნდესგუნდის კაპიტნის "ბაიერნში" დაბრუნება გადაწყვეტილი ამბავიაო.

    როგორც იცით, მიხაელი რეკორდმაისტერის ღირსებას 2002-დან 2006 წლამდე იცავდა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კი ბავარიულ გრანდთან კონტრაქტი ამოეწურა და "ჩელსის" უფასოდ მიაშურა. მიხაელს ბუნდესლიგაში 107 მატჩში 44 გოლი აქვს გატანილი და გერმანიაში მიუნხენურ კლუბთან ერთად სამჯერ შეასრულა დუბლი (2003, 2005 და 2006 წლებში). მაინც რამდენად რეალურია ის, რომ ერთ დროს მიუნხენიდან საკმაოდ სკანდალურად წასული ბალაკი ისევ "ბაიერნში" დაბრუნდეს და აქტიური სპორტული კარიერა მაინც იმ გუნდში დაასრულოს, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდა? ფაქტია, რომ რეკორდმაისტერის ფანების გარკვეული ნაწილი მის დაბრუნებას არ მიესალმება, რადგან მას მერე, რაც "ჩელსიში" უფასოდ გადავიდა, "ბაიერნის" ბევრ ქომაგს შეაძულა თავი.
    "ბილდის" ინფორმაციით, მიხაელს გერმანიაში დაბრუნებას, კარიერის ამერიკაში გაგრძელება ურჩევნია. ბალაკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი უმთავრესი მიზანი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მოგებაა. ფაქტია, რომ თუ აშშ-ში წავა, იქიდან გერმანიის ნაკრებში მოხვედრა ერთობ გაუჭირდება. მით უმეტეს, რომ შემოდგომის შემდეგ ბუნდესმწვრთნელ იოახიმ ლიოვთან ურთიერთობა გაუფუჭდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ის არის, თუ რა უნდა "ჩელსის". და ინგლისურ პრესას თუ ვენდობით, "ჩელსის" ბალაკი აღარ უნდა...

    ლელო. 6 მარტი
    nacro
    nacro


    Posts : 67
    Join date : 02.03.09

    ბალაკი: უკან, ბაიერნში? Empty Re: ბალაკი: უკან, ბაიერნში?

    Post  nacro Sun Mar 15, 2009 8:17 pm

    ეს ბალაკიც დარბის რა ტრაწიანი ხარივით lol2 lol2 lol2 lol2 lol2
    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    ბალაკი: უკან, ბაიერნში? Empty Re: ბალაკი: უკან, ბაიერნში?

    Post  DeSouza Mon Mar 16, 2009 5:14 am

    nacro wrote:ეს ბალაკიც დარბის რა ტრაწიანი ხარივით lol2 lol2 lol2 lol2 lol2
    მაიცა მილანი ცოტა ხანში იყიდის რამოდენიმე პენსიონერი აკლია მაინც სასტავში Smile

    Sponsored content


    ბალაკი: უკან, ბაიერნში? Empty Re: ბალაკი: უკან, ბაიერნში?

    Post  Sponsored content


      Current date/time is Sat Apr 27, 2024 4:02 am