Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

4 posters

    როგორ ვწეროთ ქართულად?

    Liverpooler
    Liverpooler
    Admin


    Posts : 27
    Join date : 02.03.09
    Location : Liverpool City

    როგორ ვწეროთ ქართულად? Empty როგორ ვწეროთ ქართულად?

    Post  Liverpooler Tue Mar 03, 2009 2:30 am

    ქართული (QWERTY) კლავიატურის მხარდაჭერა WinXP-ში

    1. შედით Control Panel-ში;

    2. აირჩიეთ Regional and Language Options პარამეტრი;

    როგორ ვწეროთ ქართულად? Regional%26Language

    3. გადადით ჩანართზე Languages;

    როგორ ვწეროთ ქართულად? Install%2BFiles

    და შეამოწმეთ არის თუ არა მონიშნული ველი:

    Install Files for complex script and right-to-left languages (including Thai)

    თუ ველი მონიშნული არაა, მონიშნეთ და დააჭირეთ ღილაკზე OK.
    ღილაკზე დაჭერის შემდგომ სისტემა მოგთხოვთ Windows XP-ის
    საინსტალაციო დისკს. ჩადეთ დისკი დისკწამყვანში და დაელოდეთ
    საჭირო ფაილების ჩატვირთვას.

    თუ იმ მომეტში არ გაქვთ XP-ს საინსტალაციო დისკი, არსებობს შესაბამისი არქივი, რომელშიც თავმოყრილია ყველა საჭირო DLL ფაილი.
    ვეცდები უახლოეს მომავალში აგიტვირთოთ ეს არქივიც და სრულად მოგაწოდოთ მის ინსტალაციაზე ინფორმაცია.

    4. ჩამოტვირთეთ არქივი [url=http://files.ge/file/368082/ka-qwerty---Lfc1892-Net---zip.html]ka_qwerty.zip[/url] და გაშალეთ იგი თქვენს კომპიუტერში;

    5. გაუშვით ფაილი ka_qwerty.msi

    როგორ ვწეროთ ქართულად? Ka_qwerty


    და დაელოდეთ ინსტალაციის დასრულებას სანამ არ
    გამოვა ფანჯარა:

    როგორ ვწეროთ ქართულად? Finish


    ინსტალაციის დასასრულს დააჭირეთ ღილაკზე Close;

    6. შედით ისევ Control Panel -> Regional and Language Options -> Language -> Details…

    როგორ ვწეროთ ქართულად? Details


    ვაჭერთ Add ღილაკს:


    როგორ ვწეროთ ქართულად? Add


    7. გამოსული ფანჯრის პირველ ველში აირჩიეთ Georgian,
    ხოლო მეორეში Georgian (QWERTY)


    როგორ ვწეროთ ქართულად? GeoQWERTY


    8. ვაჭერთ OK ღილაკს

    როგორ ვწეროთ ქართულად? OK

    9. განლაგების დამატების ბოლო ეტაპზე ფანჯარა შემდეგნაირად
    უნდა გამოიყურებოდეს:

    როგორ ვწეროთ ქართულად? Done

    10. ვაჭერთ OK ღილაკს

    თუ გსურთ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენ წარმატებით დაამატეთ ქართული ენის განლაგება კომპიუტერში თუ არა? დააკვირდით ამოცანათა ზოლზე საათის მაჩვენებლის მარცხნივ მდებარე ენის ნიშანს, სადაც EN განლაგებასთან ერთად დაემატება KA განლაგება. შესაბამისად EN ნიშანის გააქტიურებისას შეგიძლიათ კომპიუტერში აკრიფოთ ტექსტი ლათინური სიმბოლოებით, ხოლო KA-ზე გადართვისას შეგიძლიათ დაწეროთ ქართული სიმბოლოებით. კლავიატურიდან ქართულიდან - ინგლისურზე ან ინგლისურიდან - ქართულზე გადასართავად გამოიყენეთ ცხელი კლავიში ALT + Shift.
    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    როგორ ვწეროთ ქართულად? Empty Re: როგორ ვწეროთ ქართულად?

    Post  DeSouza Tue Mar 03, 2009 1:03 pm

    ჯიგარი ხარ თორე ეგ უნდა მეწერა და მეხატა ეხლა goog
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 31
    Location : Tbilisi

    როგორ ვწეროთ ქართულად? Empty Re: როგორ ვწეროთ ქართულად?

    Post  MaMSoNa Tue Mar 03, 2009 3:31 pm

    აუ სპასიბა, ძმა ხარ რა. კაკრას მეორე კომპზე მჭირდება თორე დავიტანჯეეეეეეეე goog clap clap clap live
    nacro
    nacro


    Posts : 67
    Join date : 02.03.09

    როგორ ვწეროთ ქართულად? Empty Re: როგორ ვწეროთ ქართულად?

    Post  nacro Tue Mar 03, 2009 5:21 pm

    კაიააააააააააააააააააააააააააააა
    nacro
    nacro


    Posts : 67
    Join date : 02.03.09

    როგორ ვწეროთ ქართულად? Empty Re: როგორ ვწეროთ ქართულად?

    Post  nacro Fri Jun 05, 2009 2:18 pm


    Sponsored content


    როგორ ვწეროთ ქართულად? Empty Re: როგორ ვწეროთ ქართულად?

    Post  Sponsored content


      Current date/time is Tue Mar 19, 2024 12:07 pm