Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

3 posters

    აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა Empty აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

    Post  DeSouza Tue Mar 17, 2009 4:41 am

    ამერიკაში, ოჰაიოს შტატში 11 წლის გოგონას სერიულ ძალადობაში ედება ბრალი. ქალის მიერ განხორციელებული პედოფილიის ეს უპრეცედენტო შემთხვევა ქალაქ ზეინსვილში მოხდა, სადაც 11 წლის ადგილობრივმა მცხოვრებმა თავისზე პატარა ორი ბიჭი და ერთი გოგონა გააუპატიურა. ეს ამბავი მრავალ ადამიანს აგდებს შოკში, წერს გაზეთი ”კომსომოლსკაია პრავდა”.
    დეტექტივ რიჩარდსონს ახლა კიდევ ერთი საქმე მიჰყავს, სადაც ეჭვმიტანილის როლში 13 წლის მოზარდი ფიგურირებს.
    ბავშვებს შორის სექსუალური დანაშაული სულ უფრო და უფრო ხშირია, თვლის მასკინჰემის ოლქის არასრულწლოვანთა საქმეების ხელმძღვანელი მასკინჰემ რონდა ჰინკლი.
    მისი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ აქამდე აკრძალულ ინფორმაციაზე, ბავშვს ახლა ხელი მიუწვდება. ამას გარდა, უმეტესად მსგავს ძალადობას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ ბავშვი შერეულ ოჯახში ცხოვრობს.
    მოსამართლე ჯონ შაფერი, რომელიც 27 წელზე მეტია მუშაობს, აღნიშნავს, რომ მსგავსი დანაშაულებების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იზრდება. ამასთან, შესამჩნევი ზრდა 15 წლის წინათ დაიწყო.
    ხშირ შემთხვევაში, მოზარდ მოძალადეს დაბალი IQ აქვს და მათი მსხვერპლი მეზობლად ან მათ ოჯახში მცხოვრები ბავშვები ხდებიან.
    თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშობლები ძირითადად სამსახურში არიან და წარმოდგენაც კი არ აქვთ სად ან ვისთანაა მათი შვილი. რა თქმა უნდა, ყურადსაღბია საგანგაშო ნიშნები. თუ კი, ბანაკიდან დაბრუნებული მოზარდი დასაწოლად ტანსაცმლით წვება ან სიბნელეში დაძინების ეშინია, ალბათ აჯობებდა მასთან გასაუბრება, შესაძლებელია ეს დეპრესიის ნიშანიც იყოს და არა სექსუალური ძალადობისა.
    ავსტრიელი ფსიქიატრის ზიგმუნდ ფრეიდის მოსაზრებით ადამიანი სექსუალური აქტივობის რამდენიმე პიკს გადის: 3-5, 7-9 და 13 წელი, შემდეგ კი მზარდია.
    ერთეულ შემთხვევებში სექსუალური ქცევა ჰორმონალური დარღვევის ან ტვინის სიმსივნის შედეგია, მაგრამ უმეტესად ამის მიზეზი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა.
    nacro
    nacro


    Posts : 67
    Join date : 02.03.09

    აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა Empty Re: აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

    Post  nacro Thu Mar 19, 2009 10:05 pm

    lol2 lol2 lol2 lol2 lol2 lol2 ეგაა რა ჩაიგდებენ პატარა ბავშვები ვიბრატორს ხელში და სდიე მერე მაგათ lol2 lol2 lol2
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 31
    Location : Tbilisi

    აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა Empty Re: აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

    Post  MaMSoNa Fri Mar 20, 2009 4:23 am

    Very Happy Very Happy lol2 lol2 livee

    Sponsored content


    აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა Empty Re: აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა

    Post  Sponsored content


      Current date/time is Tue Mar 19, 2024 5:10 pm