Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

5 posters

    ამერიკის უცნაური კანონები !!!

    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 32
    Location : Tbilisi

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  MaMSoNa Mon Mar 02, 2009 9:39 pm

    მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს მეტად ახირებული, უცნაური და კურიოზული კანონები, რომლებიც დიდი ხნის წინათ იქნა მიღებული და რატომღაც ჯერაც არ გაუქმებულა. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე მეტადაა ცნობილი მსოფლიოში თავისი სულელური კანონებით.
    ტეხასის შტატში აკრძალულია ფეხზე დამდგარი მიყოლებით სამი ყლუპი ლუდის დალევა; აკრძალულია სასტუმროს მეორე სართულიდან კამეჩებისათვის სროლის დაწყება; აქვე საკმარისია ქალი სამჯერ წარუდგინოთ მეგობრებს, როგორც ცოლი და იგი ავტომატიურად ითვლება თქვენს ოფიციალურ მეუღლედ; ფეხსაცმლის გარეშე სიარულისათვის დაგსჯიან თუ არ გაგაჩნიათ ამისათვის სპეციალური ნებართვა, რომელშიც 5$ გადაიხადოთ. ესენი საკმარისად ძველი კანონებია. სულ ახლახან კი გუბერნატორ ჯ. ბუშის (ა.შ.შ.-ს ახლანდელი პრეზიდენტი) ზეგავლენით ტეხასში მიიღეს კანონი, რომლის შესაბამისად დამნაშავე ვალდებულია მსხვერპლს წერილობით ან სხვა ფორმით შეტყობინოს მოსალოდნელი დანაშაული მის ჩადენამდე 24 საათით ადრე. ამ წესის დარღვევას სასამართლო განიხილავს დამამძიმებელ გარემოებად. ამ შტატების ცალკეულ ქალაქებში ასევე განსხვავებული აკრძალვები მოქმედებს: ჰიუსტონში აკრძალულია ლუდით ვაჭრობა კვირა შუაღამის შემდეგ (თუმცა ორშაბათიდან ისევ დაშვებულია ნებისმიერ დროს); პორტ-არტურში ისჯება ლიფტში ჰაერის გაფუჭება.
    ფლორიდაში გაუთხოვარ ქალებს ეკრძალებათ კვირაობით პარაშუტით ხტომა. მკაცრად იკრძალება ფლორიდაში საცურაო კოსტუმში გამოწყობილი სიმღერა; სკეიდით სეირნობა სანომრე ნიშნების გარეშე; შხაპის მიღება გაშიშვლებულ მდგომარეობაში. ასევე აკრძალულია დღეში სამზე მეტი თეფშის გატეხვა. ქალაქ პენსაკოლაში ქალმა, რომელიც დაიღუპა აბაზანაში ელექტრომოწყობილობების გაუფრთხილებლად გამოყენების გამო, უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100$.
    მაიამში აკრძალულია ველოსიპედით სიარული ხმოვანი სიგნალების გარეშე, თუმცა იმავე კანონით ველოსიპედისტებს ხმოვანი სიგნალის გამოყენება ეკრძალებათ.
    არკანზასის შტატში არჩევნების დღეს და ხმების დათვლის დროს ვინც არ უნდა იყოს და რა საბაბიც არ უნდა ჰქონდეს, ეკრძალება საარჩევნო უბნის კარებთან და ფანჯრებთან 15 მეტრზე ახლოს მისვლა, რაც ყოველ ამომრჩეველს ხდის დამნაშავედ. აქვე, მძღოლებს 21.00 საათის შემდეგ ეკრძალებათ ხმოვანი სიგნალების გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც იყიდება გამაგრილებელი სასმელები.
    ჩიკაგოში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება საჭმლის ჭამა სახლში, რომელიც იწვის. ქ. ევანსტონში (ილინიოსის შტატი) ხანძარი არის ერთადერთი შემთხვევა, რომლის დროსაც დასაშვებია ავტომობილში ტანსაცმლის გამოცვლა, სხვა შემთხვეაში ეს იკრძალება.
    ფორტ-მედისონში (აიოვას შტატი) მეხანძრეებმა 15 წუთი უნდა გაივარჯიშონ ხანძრის ჩასაქრობად წასვლამდე. სენტ-ლუისში მეხანძრეებს ეკრძალებათ გაშიშვლებული ან ღამის პერანგში გამოწყობილი ქალების დახმარება.
    კენტუკის შტატში ქალს ეკრძალება საცურაო კოსტიუმით გამოსვლა გზაზე, თუ კი მას არ მოაცილებს ორი პოლიციელი ან ხელში არ უჭირავს ნიჩაბი. გამონაკლისია 40 კგ-ზე ნაკლები და 90 კგ-ზე მეტი წონის ქალები.
    ქ. კარმელში (ნიუ-იორკის შტატი) ნებისმიერი მამაკაცი, რომელიც გამოწყობილია სხვადასხვა ფერის შარვალსა და პიჯაკში, ჯარიმდება 500$-ით. ნებრასკაში დალაქებს ეკრძალებათ ნიორის ან ხახვის ჭამა დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ხოლო ნიუ-ჯერსიში დააპატიმრებენ მას, ვინც რესტორანში პირს ააწკლაპუნებს. კალიფორნიაში ცხოველებს ეკრძალებათ სქესობრივი აქტის დამყარება სკოლებთან, ეკლესიებთან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებთან 500 მეტრზე უფრო ახლო მდებარე ადგილებში. აქვე აკრძალულია მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის სიჩქარემ გადააჭარბოს 60 მილს საათში.
    კალიფორნიაში აკრძალულია კოვბოის ჩექმების ტარება იმ პირების მიერ, რომელთაც არ ჰყავთ 2 ძროხა მაინც.
    ინდიანაში აკრძლულია: აბაზანის მიღება ოქტომბრის თვიდან მარტის თვემდე; მანქანების გაყიდვა კვირაობით; ფრინველებისა და კურდღლების შეღებვა; რძის გაყიდვა ღვინის მაღაზიაში. აქვე სასამართლოს გადაგცემენ გაუპატიურების ბრალდებით, თუ მანქანაში წინდების გარეშე გიზის მგზავრი, რომელსაც არ შესრულებია 17 წელი.
    1984 წლიდან ინდიანას ქალაქ სპეიდსში მოქმედებს კანონი, რომელიც კრძალავს კონსერვის ქილების გახსნას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. ამ კანონის დარღვევისათვის სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 თვით. ინდიანაში მოქმედი კანონის მიხედვით რიცხვი პ ტოლია არა 3,1415-ის , არამედ 4-ის.
    დენვერში აკრძალულია მეზობლისაგან მტვერსასრუტის თხოვება.
    ალაბამაში, ჯასპერის ოლქში, ქმრებს უფლება აქვთ სცემონ თავიანთ ცოლებს ჯოხით, თუ ჯოხის დიამეტრი ცერის დიამეტრს არ აღემატება. ლოს-ანჯელესში კი ქმარს უფლება აქვს სცემოს ცოლს ქამრით, რომლის სიგანე 12 სმ-ზე მეტი არ არის (წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია ცოლის თანხმობა). არკანზასში სულ ერთია რითი სცემს ქმარი ცოლს, თუკი ეს არაუმეტეს თვეში ერთხელ ხდება.
    ტენესში ნებადართულია ყველაფრის საკვებად გამოყენება, რასაც მოქალაქე მანქანით გაიტანს. თუ სიცოცხლეს გამოასალმებ ადამიანს, მაშინ სრული უფლება გაქვთ და ვალდებულიც ხარ “მზის ჩასვლამდე” საკვებად გამოიყენოთ იგი.
    დასავლეთ ვირჯინიაში მამაკაცებს ერთერთი სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლება აქვთ იცხოვრონ ნებისმიერ ცხოველთან, რომლის წონა 18 კგ-ს არ აღემატება. სანფრანცისკოში ცხენის პატრონს უფლება აქვს გზაჯვარედინზე დატოვოს ნაკელის გროვა, ოღონდ მისი სიმაღლე 2 მ-ს არ უნდა აჭარბებდეს. ალაბამაში, არიზონასა და ჯორჯიაში უმკაცრესად იკრძალება სააბაზანოში ვირის ყოლა, არკანზასში კი ნიანგისა. არკანზასის კონგრესი მდინარე ანკარზასის წყალს უკრძალავს მეინ-სტრიტის ხიდზე მაღლა ადიდებას.
    სამხრეთ დაკოტაში დანაშაულად ითვლება ჩექმებით დაძინება; კალიფორნიაში აკრძალულია აუზში ველოსიპედით შესვლა; ქალაქ ბალტიმორში (მერილენდის შტატი) 500$-ით დაჯარიმდება ის, ვინც თეატრში ლომთან ერთად მივა; ატლანტაში აკრძალულია ჟირაფის მიბმა ტელეგრაფის ბოძზე; სენტ-ლუისში აკრძალულია ხიდზე ჯდომა და ლუდის სმა. ნიუ-ჯერსის შტატში კატებმა უნდა ატარონ ზარები, რათა ჩიტებმა გაიგონ მათი მოახლოება, ოკლაჰომაში კი სამზე მეტ ძაღლს ეკრძალება ერთად შეკრება, თუ მათ არა აქვთ ამისათვის სპეციალური ნებართვა ქალაქის მერისაგან.
    P.S ა.შ.შ.-ს კანონების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან. Very Happy lol2
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 32
    Location : Tbilisi

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  MaMSoNa Mon Mar 02, 2009 9:55 pm

    აუ მაგარი პრიკოლი კანონებია რა Very Happy lol2 goog
    Liverpooler
    Liverpooler
    Admin


    Posts : 27
    Join date : 02.03.09
    Location : Liverpool City

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  Liverpooler Tue Mar 03, 2009 3:58 pm

    მაგარი იყო lol goog
    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 41
    Location : Georgia

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  DeSouza Tue Mar 03, 2009 4:01 pm

    მაგხელა პოსტებს აუდიო ფაილი მოაყოლეთ ხოლმე რა მეზარება წაკითხვა Very Happy Very Happy lol2 lol2 live live
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 32
    Location : Tbilisi

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  MaMSoNa Tue Mar 03, 2009 4:27 pm

    lol2 lol2 lol2 კაი შემდეგისთვიუს გავითვალისწინებ Very Happy Very Happy


    Last edited by MaMSoNa on Tue Mar 03, 2009 4:39 pm; edited 1 time in total
    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 41
    Location : Georgia

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  DeSouza Tue Mar 03, 2009 4:33 pm

    MaMSoNa wrote:lol2 lol2 lol2 kai shemdegistvis gavitvaliswineb Very Happy Very Happy
    მამსონ ქართულად წერე რა ადმინებმა მაინც ვწეროთ თორე იმენა user-ებს ვეღარ მოვთხოვთ Wink
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 32
    Location : Tbilisi

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  MaMSoNa Tue Mar 03, 2009 4:38 pm

    ხოხო, შემშლია, არადა მე თვითონ სხვებს ვეუბნები lol2 lol2 მიჩვეული ვარ და Very Happy Very Happy
    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 41
    Location : Georgia

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  DeSouza Tue Mar 03, 2009 4:41 pm

    MaMSoNa wrote:ხოხო, შემშლია, არადა მე თვითონ სხვებს ვეუბნები lol2 lol2 მიჩვეული ვარ და Very Happy Very Happy
    ჯიგარიხარ goog ball ball live live
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 32
    Location : Tbilisi

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  MaMSoNa Tue Mar 03, 2009 4:42 pm

    goog
    ENGLAND
    ENGLAND


    Posts : 10
    Join date : 02.03.09
    Age : 32

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  ENGLAND Wed Mar 04, 2009 6:12 pm

    ბუჰეჰეჰე მაგარია მომეწონა ამერიკაში წასვლის სურვილი დამეკარგა..... happy Very Happy
    avatar
    Bakur


    Posts : 17
    Join date : 06.03.09

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty bakur

    Post  Bakur Sun Mar 08, 2009 1:22 am

    RATO ME UFRO MOMINDA AMERI8KASHI VAAAAAAAAAAAAAAAAA clap MARA ISE AMERIKA RA SANXAVIA lol2 lol2
    avatar
    Bakur


    Posts : 17
    Join date : 06.03.09

    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  Bakur Sun Mar 08, 2009 1:23 am

    ENGLAND wrote:ბუჰეჰეჰე მაგარია მომეწონა ამერიკაში წასვლის სურვილი დამეკარგა..... happy Very Happy
    SHENI AR VICI MAGRAM ME MIVDIVR

    Sponsored content


    ამერიკის უცნაური კანონები !!! Empty Re: ამერიკის უცნაური კანონები !!!

    Post  Sponsored content


      Current date/time is Sat Nov 09, 2024 6:32 am