„სერბი რეჟისორი ემირ კუსტურიცა ცხინვალის კონფლიქტის შესახებ ფილმის გადაღებას უახლოეს მომავალში დაიწყებს“, - ამის შესახებ რუსული ინტერნეტგამოცემა „ლაიფ.რუ“ იუწყება. ფილმს ჟურნალისტ ფატიმა სალკაზანოვას მიერ მომზადებულ მასალებზე დაყრდნობით გადაიღებენ. რეჟისორის აგენტისა და ძმის, ნანო კუსტურიცას განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო გადაღებები, შესაძლოა, დათქმულ ვადაში ვერ დასრულდეს. ინტერნეტგამოცემის ინფორმაციით, კუსტურიცას ფილმში მოქმედება უმთავრესად ცხინვალში განვითარდება. რუსული მედიის მტკიცებით, როცა კუსტურიცას ცხინვალში დანგრეული სახლების, სოფლებისა და შეშინებული ბავშვების კადრები აჩვენეს, მან განაცხადა, რომ „ეს იქნება სურათი, რომელსაც ათი წლის წინ არაფრის გამო არ გადაიღებდა“. ფილმის გადაღებაზე კუსტურიცასთან მოლაპარაკებები გასული წლის შემოდგომაზე, მოსკოვის ერთ-ერთ კლუბში შედგა, სადაც რეჟისორი ჯგუფ „No Smoking Orchestra”-თან ერთად კონცერტებს მართავდა. რეჟისორთან მოლაპარაკებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე ტოტოონოვი აწარმოებდა.
» Meditazion*Transmutazion>SacralALCHEMY*Prophet-Joseph Smith
» კომპიუტერი და პროგრამები
» როგორ ვწეროთ ქართულად?
» Liverpool FC Himn
» Champions League 2008-2009
» Premier League 2008-2009
» უცნაური სიტყვები
» აზერბაიჯანელისა და სომეხის ცისფერი სიყვარული
» ლივერპულის განსაკუთრებული ფანების სურათები!
» ბილ გეითსი თავის შვილებს iPod-ისა და iPhone-ის გამოყენებას უკრძალავს
» თბილისის ქუჩებში ახალი პლაკატია - ”რატომ?"
» აშშ-ში 11 წლის გოგონამ ორივე სქესის სამი ბავშვი გააუპატიურა
» ინტერნეტის გამომგონებელი ინტერნეტ-თაღლითების მსხვერპლი გახდა
» HALF LIFE DEATHMATCH