Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

    Sony-ს ტელევიზორებს ”საფულეც” ექნებათ

    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    Sony-ს ტელევიზორებს ”საფულეც” ექნებათ Empty Sony-ს ტელევიზორებს ”საფულეც” ექნებათ

    Post  DeSouza Tue Mar 17, 2009 5:00 am

    Sony-ს ახალი თხევადკრისტალური ტელევიზორები აღჭურვილნი იქნებიან მოწყობილობით, რომელიც ელექტრო გადასახადს მიიღებს. ეს მომხმარებელს ფასიანი ფილმებისა და პროგრამების ნახვას გაუადვილებს, იუწყება AFP.
    ამ სერიის პირველი ტელევიზორები, რომელიც წაკითხვის მსგავსი მოწყობილობითაა დაკოლმპლექტებული, იქნებიან Bravia W5 და Bravia F5. იაპონიაში პროგრამებისა და ფილმების საფასურის გადახდა ტელევიზორის დახმარებით ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ აუცილებელი იყო დისტანციური მართვის პულტზე საკრედიტო ბარათის ნომრის აკრეფა.
    იაპონიაში მსგავსი უკონტაქტო ელექტრო საფულეებით, რომლებიც მრავალ მაღაზიაში შეძენილი საქონლის ღირებულების გადახდის შესაძლებლობას იძლევა, უკვე აღჭურვილია მობილური ტელეფონები. ასეთი საფულეები საკრედიტო ბარათებზე უფრო მოსახერხებელია, რადგანაც უფრო ადვილად ახორციელებენ მიკროგადახდებს.
    2008 წლის დასაწყისისთვის იაპონიაში ელექტრო გადახდის შესაძლებლობა თითქმის ას მილიონ მოწყობილობას ჰქონდა, რომელთაგანაც 10 მილიონზე მეტი აქტიურად გამოიყენებოდა. მოსალოდნელია, რომ 2010 წლისთვის აქტიური მოწყობილობების რაოდენობა 90 მილიონს მიაღწევს.

      Current date/time is Fri Mar 29, 2024 8:12 am