1929 წელს ლივერპულში დაიწყო

    Share

    DeSouza
    Admin

    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 33
    Location : Georgia

    1929 წელს ლივერპულში დაიწყო

    Post  DeSouza on Tue Mar 17, 2009 4:05 am

    ყველაფერი შორეულ, 1929 წელს ლივერპულში დაიწყო. საერთოდ ინგლისის ამ ქალაქის მცხოვრებლებს მსოფლიო მნიშვნელობის უამრავი ნოვატორული იდეა, თუ აღმოჩენა მიეწერებათ. ჰოდა, ერთ დღესაც, ერთმა ფანტაზიამოჭარბებულმა ლივერპულელმა ვინმე უილიამ კილინგმა, საბავშვო თამაში გამოიგონა, რომელსაც Newfootu უწოდა.რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, თითო ”გუნდს” თითო მოთამაშე მართავს. ბურთის დარტყმა, მოთამაშეების გადაადგილება გარკვეული წესების დაცვით, წკიპურტებითა და თითის კვრით შეიძლება. თამაში ორი, 15-წუთიანი ტაიმისგან შედგება და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ისეთივე ”მოკრძალებული” ანგარიშით მთავრდება, როგორითაც ნამდვილ ფეხბურთში - გოლის გატანა, როგორც დიდ, ასევე მაგიდის ფეხბურთში ძნელი და მნიშვნელოვანი საქმეა.
    live live live live live live live live

      Current date/time is Sun Dec 11, 2016 1:27 am