რონალდომ 13-თვიანი შესვენების შემდეგ, “კორინთიანსის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

    Share

    DeSouza
    Admin

    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 33
    Location : Georgia

    რონალდომ 13-თვიანი შესვენების შემდეგ, “კორინთიანსის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა

    Post  DeSouza on Mon Mar 09, 2009 6:59 pm

    ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრებში ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა რონალდომ, მუხლის მძიმე ტრავმით გამოწვეული 13-თვიანი შესვენების შემდეგ, “კორინთიანსის” შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა.
    ამის შესახებ სააგენტო AP იუწყება.

    32 წლის რონალდომ სან პაულუს შტატის ჩემპიონატზე “კორინთიანსის” რიგებში მეორე მატჩი გამართა და “პალმეირასთან” დერბიში საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.

    განვლილ შეხვედრაში, “ფენომენი” მოედანზე 63-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, როდესაც “კორინთიანსი” 0:1 აგებდა და ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-3 წუთზე, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

    რონალდოს თავის გამოჩენა მანამდეც შეეძლოა, მაგრამ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან, მის მიერ, “პალმეირასის” კარისკენ გაგზავნილი ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

    მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა გატანილი გოლი ტრიბუნებისგან მოედნის გამყოფ ბადეზე ასულმა აღნიშნა.

    “საოცარი რამ მოხდა და ემოციებისგან თავი ვერ შევიკავე. მითუმეტეს, რომ მატჩის მსვლელობისას ვაგებდით. მინდა გითხრათ, რომ გატანილი გოლით გამოწვეული საუცხოო შეგრძნება დამიბრუნდა. მეტოქის კარის წინ მოხვედრის დროს, კარგად ვიცი, ყველაზე უკეთ რა უნდა გავაკეთო. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ვიცი, რომ საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტს ვერ ვაჩვენებ და ცხადია, რომ თამაშის გაუმჯობესება მჭირდება. ზედმეტი წონა აუცილებლად უნად დავიკლო, რათა უფრო მოძრავი გავხდე”- განაცხადა რონალდომ.

    „მსოფლიო სპორტი“

      Current date/time is Sun Dec 11, 2016 1:25 am