Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

    ზურაბ ხიზანიშვილი: ბლექბერნიდან მივდივარ!

    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    ზურაბ ხიზანიშვილი: ბლექბერნიდან მივდივარ! Empty ზურაბ ხიზანიშვილი: ბლექბერნიდან მივდივარ!

    Post  DeSouza Mon Mar 09, 2009 6:52 pm

    ზურაბ ხიზანიშვილი "რეინჯერსიდან" "ბლექბერნში" სამი წლის წინათ გადავიდა. ლანკაშირულ კლუბთან მას 2011 წლამდე აქვს კონტრაქტი, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ხიზანიშვილისა და "ბლექბერნის" გზები სამ თვეში გაიყრება. ამ კლუბში მისი პირველი მწვრთნელი მარკ ჰიუზი იყო. მიმდინარე სეზონისთვის ის პოლ ინსმა შეცვალა. ინსის ხელში "ბლექბერნს" კარგი დღე არ დაადგა და მის ნაცვლად "ბლექბერნში" გამოცდილი და ავტორიტეტული სემ ელერდაისი მივიდა. მაგრამ ხიზანიშვილმა ვერც ერთის ხელში ვერ გაიხარა, იშვიათად თუ გამოჩნდება ხოლმე ძირითად შენადგენლობაში, ზოგჯერ კი სათადარიგოებშიც ვერ ვხედავთ. არადა, "ბლექბერნს" მართლაც არ ჰყავს ისეთი ექსტრაკლასის მცველები, ხიზანიშვილს მათთან კონკურენციაში შანსი რომ არ ჰქონდეს...
    ზურას ინგლისში დავურეკეთ და როგორც შევიტყვეთ, "ბლექბერნში" დარჩენას აღარ აპირებს...

    - ელერდაისი სათასო მატჩებში გათამაშებს, პრემიერლიგაში კი არ გწყალობს. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
    - არ ვიცი, გაურკვევლობაში ვარ. ალბათ, აქ მწვრთნელის მხრიდან ნდობაში არ უნდა იყოს საქმე, ელერდაისს ისეთი სტრატეგია აქვს, ვერაფერი გავუგე - თუ თასზე მათამაშებს, პრემიერლიგაში რაღას დავაშავებ? რატომ არ შევყავარ შემადგენლობაში? გამოუცდელი ვარ თუ რა?

    - ინსთან უფრო ადვილი იყო ურთიერთობა თუ ელერდაისთან?
    - ჩემთვის მარკ ჰიუზი სჯობდა, ინსის დროსაც ვითამაშე პრემიერლიგაში რამდენიმე მატჩი, ელერდაისს კი სულ სხვა სტილი აქვს - მისმა რჩეულმა მცველმა ბურთი რაც შეიძლება ძლიერად უნდა დაარტყას წინ. ელერდაისს არ უყვარს, როცა მცველი მოკლე პასებით თამაშობს, აქცენტს ძალისმიერ ფეხბურთზე აკეთებს.

    - ჯერ არც ერთ მწვრთნელს არ უთქვამს, ზურაბ ხიზანიშვილს ჯანი აკლია და ძალისმიერ ორთაბრძოლებში მოისუსტებსო...
    - ელერდაისი კი, ალბათ, სხვანაირად ფიქრობს. ცენტრალური მცველი ხიზანიშვილზე მაღალი და უფრო ათლეტური აღნაგობის უნდა იყოს - ასე წარმოუდგენია მას და რა გაეწყობა...

    - ძველ ტრავმას (საზარდულებს) ხომ არ შეუწუხებიხარ?
    - საბედნიეროდ, არა. სრულიად ჯანმრთელი ვარ.

    - საკმაოდ გამოცდილი აგენტი გყავს ივან ბენეშის სახით. მასთან კლუბის გამოცვლაზე არ გიასუბრია?
    - ბენეშს ამ ყველაფერზე უკვე ველაპარაკე. ზაფხულს ველოდებით - სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და მერე უფრო კარგად გამოჩნდება სხვა გუნდში გადასვლის ვარიანტები.

    - 20-გუნდიან პრემიერლიგაში "ბლექბერნი" ახლა მე-17 ადგილზეა, ელიტაში დასარჩენად იბრძვის. თუ გუნდი დარჩება პრემიერლიგაში, მაინც დააპირებ "ბლექბერნიდან" წასვლას?
    - დარჩება თუ არა "ბლექბერნი" პრემიერლიგაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს - ეს გუნდი ყველა ვარიანტში უნდა დავტოვო. ახლის მოძებვნა კი პრობლემა არ იქნება, იმედი მაქვს, ბევრი გუნდი გამოთქვამს ჩემი აყვანის სურვილს.

    - თუ ელერდაისს გაუშვებენ "ბლექბერნიდან", ესეც ვერ შეგაჩერებს?
    - თუ "ბლექბერნი" არ გავარდება, ელერდაისი დარჩება. მოკლედ, გადავწყვიტე, რომ სეზონის დასრულების შემდეგ სხვა გუნდში გადავიდე.

    - კვლავ ინგლისში გინდა თამაში?
    - ასე აჯობებდა, თუმცა გააჩნია, სხვა ქვეყნებში რომელი გუნდები დაინტერესდებიან ჩემით. ამას გარდა, ტრანსფერი თავად "ბლექბერნზეც" იქნება დამოკიდებული. ჯერ არ ვიცი, რა პირობით გამიშვებს კლუბი, რამდენს მოითხოვს ტრანსფერში.
    - რამდენიმე თვის წინათ "ვესტ ჰემს" რა პირობით უნდოდა შენი აყვანა? რა ფასი დაადო მაშინ "ბლექბერნმა" ხიზანიშვილს?
    - "ვესტ ჰემსა" და ჯანფრანკო ძოლას ჩემი აყვანა ტრანსფერის გამოსყიდვითაც აწყობდათ და იჯარითაც, მაგრამ "ბლექბერნმა" არც ერთი ისურვა და არც მეორე - შუა სეზონში თავისი ფეხბურთელის პრემიერლიგურ გუნდში გაშვება არ უნდოდა, ამით კონკურენტებს ხელს შევუწყობთო, თორემ სხვა შემთხვევაში "ბლექბერნი" წინააღმდეგი არ იქნებოდა.

    - სათამაშო პრაქტიკა რომ გაკლია, არ გაქვს სურვილი ინგლისის რეზერვისტთა ლიგაში ითამაშო?
    - ირლანდიასთან სანაკრებო მატჩამდე "ბლექბერნის" მეორე გუნდში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარე, ახლაც ვაპირებ, რომ კვიპროს-ჩერნოგორიასთან მატჩებამდე რეზერვისტთა ლიგაში ორი შეხვედრა ვითამაშო. რა თქმა უნდა, ეს დიდი ვერაფერი ლიგაა, მაგრამ ვარჯიშს კი ჯობია - თამაში ხომ სულ სხვაა.


    ლელო. 4 მარტი

      Current date/time is Fri Mar 29, 2024 11:58 am