Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

    საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ავტოსპორტში წყვილთა რბოლის ადრენალინით სავსე სახეობა დაემატა

    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ავტოსპორტში წყვილთა რბოლის ადრენალინით სავსე სახეობა დაემატა Empty საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ავტოსპორტში წყვილთა რბოლის ადრენალინით სავსე სახეობა დაემატა

    Post  DeSouza Mon Mar 09, 2009 6:57 pm

    8 მარტს, ეროვნულ ავტოდრომზე “რუსთავი” ჩატარდა შეჯიბრენა წყვილთა რბოლაში, რომელიც რიგით მეორე შეჯიბრება იყო “რომპერტოლის სეზონი 2009”-ს ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა სპორტსმენებმა.


    ავტოსპორტის გულშემატკივრებს ალბთ ახსოვთ, რომ ამ სახეობაში ერთმანეთს მხოლოდ მოყვარული ავტომობილისტები ეჯიბრებოდნენ. მაგრამ ვინაიდან მაყურებლის მხრიდან დიდი დაინტერესება წამოვიდა წყვილთა რბოლა ჩემპიონატის კალენდარში ჩაჯდა.


    რვა მარტთან დაკავშირებით ავტოდრომის ტერიტორიაზე შემოსვლა იმ დღეს ქალბატონებისთვის უფასო იყო. რბოლა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა. სუნთქვაშეკრული მაყურებელი თვალყურს ადევნებდა ორ, ერთმანეთის საპირისპიროდ, ძალიან მაღალი სიჩქარით მიმავალ სპორტულ ავტომობილებს და თავიანთი ფავორიტების მიმართ ოვაციებსა და აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ. შედეგები კი შემდეგნაირად გადანაწილა.


    კლასი 1600 _ 1. მევლუდ მელაძე
    2. ოვანეს კოგოსოვი
    3. გიგა ლორდქიფანიძე


    აბსოლუტ კლასი _ 1. არჩილ ბიძინაშვილი
    2. გოგა არჯევანიძე – ქეთი ბოჭოიძის ეკიპაჟი
    3. ოთო თავართქილაძე


    მაყურებელს კი ველოდებით 29 მარტს, წრიული რბოლის საზეიმო გახსნაზე, სადაც მრბოლელთა უპრეცენდენტო რაოდენობა დადგება სტარტზე.

      Current date/time is Fri Apr 19, 2024 10:00 am