Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

2 posters

    კარგად დამუქებულ BMW–ში 2 კვირას გვამს ვერ ამჩნევდნენ

    DeSouza
    DeSouza
    Admin


    Posts : 119
    Join date : 02.03.09
    Age : 40
    Location : Georgia

    კარგად დამუქებულ BMW–ში 2 კვირას გვამს ვერ ამჩნევდნენ Empty კარგად დამუქებულ BMW–ში 2 კვირას გვამს ვერ ამჩნევდნენ

    Post  DeSouza Mon Mar 09, 2009 8:35 am

    ფლორიდის შტატის ქალაქ გეინსვილში აღმოაჩინეს კარგად დამუქებული ავტომანქანა BMW 330. მანქანა ტროტუართან წესების დარღვევით იყო გაჩერებული და პოლიციელების ყურადღებასაც იპყრობდა, იუწყება ”კომსომოლსკაია პრავდა”.
    სამართალდამცველებმა, როგორც წესია, საჯარიმო ქვითარი გამოწერეს, საქარე მინის საწმენდი ჯაგრისის ქვეშ დადეს და წავიდნენ. მაგრამ BMW არსად წასულა. ორი კვირის განმავლობაში პოლიციელებმა 7-ჯერ გამოწერეს საჯარიმო ქვითარი.
    მხოლოდ მერვე ქვითრის გამოწერისას შეამჩნია ინსპექტორმა, რომ BMW-ს უკანა სკამზე მამაკაცის გვამია. ალბათ სუნი იგრძნო, რადგანაც დამუქებულ შუშებში არაფერი ჩანდა.
    აღმოჩნდა, რომ მანქანის მძღოლი გაურკვეველი მიზეზების გამო ჯერ კიდევ 11 თებერვალს გარდაიცვალა, 12 თებერვალს კი პირველი საჯარიმო ქვითარი გამოუწერეს.
    გეინსვილის მერიამ უკვე განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებმაც საჯარიმო ქვითრები გამოწერეს - არ არიან პოლიციის ოფიცრები, ისინი პოლიციის რიგითი თანამშრომლები არიან, რომელთაც არ გაუვლიათ სპეცვარჯიშები და ვერ მოიფიქრებდნენ, რომ მანქანაში შესაძლებელია გარდაცვლილი ადამიანი ყოფილიყო.
    lol2 lol2 lol2 lol2 lol2
    nacro
    nacro


    Posts : 67
    Join date : 02.03.09

    კარგად დამუქებულ BMW–ში 2 კვირას გვამს ვერ ამჩნევდნენ Empty Re: კარგად დამუქებულ BMW–ში 2 კვირას გვამს ვერ ამჩნევდნენ

    Post  nacro Tue Mar 10, 2009 11:42 pm

    lol2 lol2 lol2 lol2 lol2 lol2 lol2 lol2 lol2 lol2 აუ სად გააძრე მაგარი ვიღადავე

      Current date/time is Fri Apr 19, 2024 3:37 pm