რელიგია თანამედროვე ეპოქაში

    Share

    Admin
    Admin

    Posts : 2
    Join date : 02.03.09

    რელიგია თანამედროვე ეპოქაში

    Post  Admin on Mon Mar 02, 2009 7:30 pm

    ერთი თემა მინდა დავიწყო რაც შეეხება რელიგიას, მე კარგად მახსოვს ძველად უფროსების გაგებით ტელევიზორის ყურება ცოდვა იყო და ეს აიხსნებოდა იმით რომ ტელევიზორი ეშმაკის ფანჯარააო, აქედან გამომდინარე იბადება კითხვა, კომპიუტერიც არც ისე ქრისტიანული გამოდის არადა ფაქტია რომ საპატრიარქოს ოფიციალურად აქვს ტელეკომპანია და ინტერნეტში კიდე უამრავი საიტია და ფორუმი, რა გამოდის ან ადრე ცდებოდა რელიგია ან ახლა შედის ცოდვაში???მე მაინც მგონია რომ რელიგია ამ ბოლო ხანებში ძალიან საზოგადო გახდა და ამ რთული გზით სიარულის უფლება ზედმეტმა ხალხმა აიღო თავის თავზე აღარაფერს ვამბობ იმაზე როცა ადამიანი მარხვაზეა და თითქმის ყველა საჭმელი შეულია ჭამოს იმიტომ რომ სამარხვო ვერსია არის მარხვა კი არის სხეულის დასუსტების და სულის განწმენდის რიტუალი გამოდის რომ ჩვენ ისე გვინდა სული განვიწმინდოთ რომ სხეულს არაფერი მოაკლდეს და თუ ვეწევით სიგარეტს არც ეგაა პრობლემა მამაო კურთევას მოგვემს არაა ეს არც მართალი და არც ლამაზი!
    ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი Smile

    Liverpooler
    Admin

    Posts : 27
    Join date : 02.03.09
    Location : Liverpool City

    Re: რელიგია თანამედროვე ეპოქაში

    Post  Liverpooler on Mon Mar 02, 2009 8:18 pm

    ძალიან საინტერესო მოსაზრებაა. რაც გიწერია ყველაფერში 100% გეთანხმები. ბევრი ისეთი რამ ხდება რაც იკრძალება რელიგიის მიერ, ანუ ცოდვათ ითვლება, როგორც შენ აღნიშნე თუნდაც ტელევიზორის ყურება და კომპიუტერი, სადაც ასევე დიდი ადგილი უკავია ეკლესიას.
    მე მომიყვა ჩემი მეგობარი, ამას წინებზე იყო იერუსალიმში წასული და წიგნი მიუციათ, სადაც იყო ცოდვები ჩამოწერილი, თუ რა შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და რა არის ცოდვა. თითქმის ყველაფერი რასაც ნორმალური ადამიანი, მოქალაქე აკეთებს არის ცოდვა, მისი გადმოცემით ვიცი, რომ თუნდაც ტკბილეულის ჭამა, ასევე ტელევიზორი, და ყოველგვარი გართობა, რითიც იღებ ხორციელ სიამოვნებას არის ცოდვა. მაგრამ ყველასთვის ამის დაცვა არაა აუცილებელი რადგან 90 % ვერ შეძლებს. მოკლედ ცუდად არ გამიგოთ მაგრამ არ არსებობს ისეთი სულიერი, რომელიც ამ ყველა ცოდვაზე უარს ამბობდეს, ან თუნდაც ცდილობდეს უარი თქვას...

    რისი თქმაც მინდოდა ვერ ვთქვი მაგრამ ... უბრალოდ ვერ გადმოვცემ წერით იმას რისი თქმაც მინდა და ამით დავასრულებ Smile

      Current date/time is Sun Dec 11, 2016 1:28 am