Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

4 posters

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 31
    Location : Tbilisi

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  MaMSoNa Wed Mar 04, 2009 2:16 am

    რაფაელ პარერა ნადალი დაიბადა 1986 წლის 3 ივნისს ესპანეთის კუნძულოვან ქალაქს მალიორკაში. მან თავისი პროფესიონალური კარიერა 2001 წელს დაიწყო და მას შემდეგ უამრავ წარმატებას მიაღწია. ახალგაზრდა ესპანელი არის მსოფლიოს N1 ჩოგბურთელი, მოპოვებული აქ 6 დიდი სლემის ტურნირი და პეკინის ოლიმპიური მედალი. ეს დიდებული მიღწევაა იმის გათვალისწინებით, რომ იგი მხოლოდ 22 წლისაა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს.

    კარიერა
    2005 წლის 25 ივლისიდან 2008 წლის 17 აგვისტომდე, იგი მყარად ინარჩუნებდა მეორე პოზიციას 161 კვირის განმავლობაში. იგი პირველი ჩოგბურთელია ბორის ბეკერის შემდეგ ვინც მეორე პოზიციას მიაღწია 19 წლის ასაკში.
    ნადალს კარიერის განმავლობაში უკვე ეკუთვნის რამოდენიმე ძალზედ მნიშვნელოვანი რეკორდი.მას აქვს 81 მატჩიანი წაუგებელი სერია თიხნარზე, რომელიც 2005 წელს დაიწყო და 2008 წლის მაისში დამთავრდა. იგი უკვე აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გრუნტის მოთამაშეთ.
    რაფაელ ნადალმა ოთხჯერ ზედიზედ (2005-2008) გაიმარჯვა საფრანგეთის ღია ჩემპიონატში, რის შემდეგაც მას "გრუნტის მეფე" უწოდეს.
    2008 წელს რაფამ მოიგო უიმბლდონი. მან ფინალში შვეიცარელ, როჯერ ფედერერს სძლია 6-4 6-4 6-7 6-7 9-7 (ეს იყო ყველაზე ხანგრძლივი ფინალი უიმბლდონის ისტორიაში 4სთ. 48წთ.). ამის შემდეგ ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო უიმბლდონიც და როლანდ გაროსიც.
    2009 წლის ზამთარში, მან პირველად გაიმარჯვა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში, სძლია რა როჯერ ფედერერს 5 სეტში. ნადალი გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც შეძლო ამ ტურნირის მოგება და მეორე აგასის შემდეგ, რომელმაც გაიმარჯვა ჰარდზეც, გრუნტზეც და ბალახზეც. რაფაელისთვის ჯერ-ჯერობით მიუწვდომელი მხოლოდ ამერიკის ღია ჩემპიონატია.
    იგი ასევე არის ორგზის დევისის თასის მფლობელი (2004 და 2008) ესპანეთის ნაკრების რიგებში

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Argo5gfk0tuamf2m7zyh რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან 4sd8lyceoixwohzuey9 რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Ct0obt6p3gd7717b80tr

    მოკლე დოსიე:

    ეროვნება: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან F7u3eb45m649vyzv68jj ესპანეთი
    საცხოვრებელი ადგილი: მალიორკა, ესპანეთი
    დაბადების რიცხვი: 3/06/1986
    სიმაღლე: 185სმ
    წონა: 85კგ
    კარიერის დასაწყისი: 2001წ
    სათამაშო ხელი: მარცხენა
    მწვრთნელი: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან F7u3eb45m649vyzv68jj ტონი ნადალი (ბიძა)
    მოგებული თანხა: 22 162 597 ამერიკული დოლარი

    უახლოეს კონკურენტებთან გამართული მატჩების სტატისტიკა

    ნადალი 13 — 6 როჯერ ფედერერი
    ნადალი 10 — 4 ნოვაკ ჯოკოვიჩი
    ნადალი 5 — 2 ენდი მარეი
    ნადალი 3 — 2 ნიკოლაი დავიდენკო
    ნადალი 4 — 2 ენდი როდიკი
    ნადალი 2 — 1 ჟო-ვილფრედ ცონგა
    ნადალი 3 — 0 დელ პოტრო
    ნადალი 3 — 1 ჟილ სიმონი
    ნადალი 2 — 3 ჯეიმს ბლეიკი
    ნადალი 0 — 2 დავიდ ნალბანდიანი
    ნადალი 6 — 3 დავიდ ფერერი
    ნადალი 5 — 3 ფერნანდო გონსალესი
    ნადალი 6 — 0 რიშარ გასკე
    ნადალი 4 — 0 ტომი რობრედო
    ნადალი 1 — 0 მარატ საფინი


    Last edited by MaMSoNa on Thu Mar 05, 2009 9:53 pm; edited 7 times in total
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 31
    Location : Tbilisi

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty Re: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  MaMSoNa Wed Mar 04, 2009 2:20 am

    აი კაცი გენია, იმენა მაგარი კაცია რა. ფედერერიც ატირა Very Happy Very Happy და მალეც დაეწევა ტიტულების რაოდენობით happy happy happy
    ENGLAND
    ENGLAND


    Posts : 10
    Join date : 02.03.09
    Age : 32

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty Re: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  ENGLAND Wed Mar 04, 2009 4:17 pm

    ჩოგბურტში მე პირველ ჩოგანად ფედერერი მიმაჩნია.... clap Winer
    MaMSoNa
    MaMSoNa
    Admin


    Posts : 49
    Join date : 02.03.09
    Age : 31
    Location : Tbilisi

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty Re: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  MaMSoNa Wed Mar 04, 2009 4:36 pm

    ENGLAND wrote:ჩოგბურტში მე პირველ ჩოგანად ფედერერი მიმაჩნია.... clap Winer
    რატო რა, ამ კაცმა მერამდენედ დაამტკიცა უკვე, რომ ფედერერზე ძლიერია. ფედერერის დრო წავიდა. ურთიერთ შეხვედრებს მაინც დააკვირდი და ნახავ რამდენით წინ არის რაფა. დაჟე ფედერერიც კი ატირა Very Happy Very Happy Very Happy lol2 lol2 რაფა ჩემპიონნნნნ clap Winer Winer
    Liverpooler
    Liverpooler
    Admin


    Posts : 27
    Join date : 02.03.09
    Location : Liverpool City

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty Re: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  Liverpooler Thu Mar 05, 2009 4:22 pm

    საფინი, ჯოკოვიჩი და ფედერერიც მაგრები არიან რა თქმა უნდა, მაგრამ წავიდა იმათი დრო Wink
    nacro
    nacro


    Posts : 67
    Join date : 02.03.09

    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty Re: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  nacro Sat Mar 07, 2009 3:04 pm

    გაუმარჯოს ფედერერს! ნადალი ტიხის კაცია ფედერერი კიდე ბალახის ამიტომ ასფალტზე უნდა ითამაშონ და ვინც მოიგებს ის იქნება საუკეთესო vahahaa vahahaa vahahaa

    Sponsored content


    რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან Empty Re: რაფაელ ნადალი ანუ "გენია" მალიორკიდან

    Post  Sponsored content


      Current date/time is Fri Apr 19, 2024 6:21 pm